NBA-ს 2024-2025 წლების სეზონის გამარჯვებული "ოკლაჰომა სითი თანდერი" გახდა. სუპერფინალის გადამწყვეტ მეშვიდე მატჩში "ოკლაჰომამ" საკუთარ დარბაზში "ინდიანა" დამაჯერებლად 103:91 დაამარცხა.
შეხვედრის სტარტზევე "ინდიანამ" დიდი დარტყმა მიიღო, გუნდის ლიდერმა ტაირიზ ჰალიბერტონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მან აქილევსის მყესი დაიზიანა და დიდი დროით უქმობა მოუწევს. ამ ყველაფერმა მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია. პირველი ორი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ "ოკლაჰომამ" მესამე მეოთხედი 14 ქულიანი უპირატესობით 34:20 მოიგო და მატჩი საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
შეხვედრაში მასპინძლებს შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა იყო. კანადელმა კალათბურთელმა სუპერფინალის MVP-ის ჯილდოც დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ "ოკლაჰომამ" ლარი ორბანის სახელობის თასი ისტორიაში პირველად მოიპოვა.