იტალიის სერია B-ს პლეი-აუტის საპასუხო მატჩი „სალერნიტანასა“ და „სამპდორიას“ შორის სკანდალური გამოდგა, რადგან გულშემატკივრებმა თამაში ჩაშალეს.
„სალერნიტანამ“ სტუმრად 0:2 წააგო და შინაც ანალოგიური ანგარიშით აგებდა, რასაც სალერნოელი ფანებისგან პროტესტი მოჰყვა: მათ მოედანზე პეტარდები და სკამები ისროლეს, რის გამოც მატჩი რამდენჯერმე შეწყდა. საქმეში პოლიციაც ჩაერთო, საბოლოოდ, კი, შეხვედრა 65-ე წუთზე გამოცხადდა დასრულებულად. „სალერნიტანა“ სერია C-ში გავარდა, ხოლო „სამპდორიამ“ სერია B-ში ადგილი შეინარჩუნა.
ამრიგად, ლუკა ლოჩოშვილის გუნდი დაქვეითდა. ქართველმა მცველმა „სალერნიტანაში“ იანვრიდან იჯარით ითამაშა და 20 მატჩი ჩაატარა. ის „კრემონეზეს“ საკუთრებაშია, რომელსაც დაუბრუნდება, მაგრამ დარჩება თუ არა კრემონულ გუნდში, რომელიც სერია A-ში აღზევდა, უცნობია.