მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველი თამაში მოიგო. ჩაბი ალონსოს გუნდმა მექსიკური „პაჩუკა“ 3:1 დაამარცხა.
არადა, „სამეფო კლუბისთვის“ ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო, რადგან მეშვიდე წუთზე რაულ ასენსიომ წითელი ბარათი მიიღო და მადრიდელებმა პრაქტიკულად მთელი თამაში 10 კაცით ჩაატარეს. თუმცა, მაინც იმარჯვეს.
ტაიმის მიწურულს ჯუდ ბელინგემისა და არდა გიულერის გოლებით „რეალი“ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ, ხოლო მეორე ტაიმში ფედერიკო ვალვერდემ სხვაობა სამამდე გაზარდა. მექსიკელებმა მატჩის მიწურულს გაიტანეს პრესტიჟის გოლი. ეს ჩაბი ალონსოს სადებიუტო გამარჯვებაა მადრიდულ გრანდში.
„რეალს“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, ხოლო „პაჩუკა“ უქულოდაა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში „რეალი“ „ზალცბურგს“, ხოლო მექსიკელთა მეტოქე „ალ-ჰილალი“ იქნება.