საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში ფრანგებმა დანიას დრამატულ ბრძოლაში აჯობეს.
დანიის ნაკრები ორჯერ იგებდა (1:0, 2:1) და ძალიან ახლოს იყო ნახევარფინალთან, რადგან 84-ე წუთამდე ინარჩუნებდა უპირატესობას. თუმცა ჟერალ ბატიკლის გუნდმა იგივე გააკეთა, რაც ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან: ბოლო წუთებზე 1:2-დან თამაში მოიგო.
84-ე წუთზე ქენტინ მერლინმა გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში მათის ტელმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საფრანგეთი ნახევარფინალში გაიყვანა.