ფეხბურთი

23:02 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

პოლ პოგბა ფეხბურთს თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი „მონაკოში“ ითამაშებს.

პოგბასა და „თავადებს“ შეთანხმება შედგა. ის ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

პოგბამ ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა, შემდეგ დოპინგზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელსაც ვადა მარტში გაუვიდა.

ფრანგ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში ფრანგულ კლუბში არასდროს უთამაშია, მის კარიერაში აქამდე მხოლოდ ორი კლუბი იყო - „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175767
სარეკლამო ადგილი - 99
X x X