ფეხბურთი

22:36 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსმა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა. იტალიურმა გრანდმა მეორე ტურში მაროკოული „ვიდადი“ 4:1 დაამარცხა.

ქენან ილდიზის აქტიურობით მეექვსე წუთზე მაროკოელმა მცველმა ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გაიხსნა, ხოლო 10 წუთში თურქმა შორი მანძილიდან დიდებული გოლი გაიტანა და სხვაობა გაზარდა. „ვიდადმა“ სხვაობა მალევე შეამცირა, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა.

მეორე ტაიმში „იუვემ“ კიდევ ორჯერ გაიტანა. ჯერ ისევ ილდიზმა, რომელმაც საჯარიმოში იმოქმედა შესანიშნავად, ხოლო ბოლოს დუშან ვლაჰოვიჩმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.

„იუვენტუსი“ 6 ქულით ჯგუფის ლიდერია და ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება, რომელსაც პირველი ადგილისთვის დაუპირისპირდება.

„იუვენტუსი“ – „ვიდადი“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ბუტული (6, ა.გ), 2:0 ილდიზი (16), 2:1 ლორში (25), 3:1 ილდიზი (69), 4:1 ვლაჰოვიჩი (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.18159
სარეკლამო ადგილი - 99
X x X