ფეხბურთი

19:17 | 22.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესის ტრანსფერზე "ალ-ჰილალი" მუშაობას აგრძელებს

„ალ-ჰილალი“ „მილანიდან“ ტეო ერნანდესის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია არაბული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ დაადასტურა.

როგორც მან თქვა, კლუბი მუშაობს ფრანგის შეძენაზე, მაგრამ სხვა დეტალები არ გაუმხელია.

ტეო ერნანდესი „მილანის“ გეგმებში არ შედის და კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. პრობლემა ისაა, რომ ტეოს საუდის არაბეთში წასვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს, ამიტომაც, ჯერჯერობით, შეთანხმება სწორედ ფეხბურთელთან ვერ შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161209