ფეხბურთი

0:23 | 21.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგომ" "ჩელსი" დაამარცხა (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში „ფლამენგომ“ ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ჩელსი“ მე-13 წუთზე პედრო ნეტუმ დააწინაურა და ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში ბრაზილიურმა კლუბმა მაგრად აჯობა მეტოქეს, რაც შედეგშიც აისახა: ჯერ ბრუნო ენრიკემ გაათანაბრა, შემდეგ დანილომ წინ გაიყვანა „ფლა“, ხოლო მატჩის მიწურულს უოლასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ეს ბოლო არასრულ 24 საათში ბრაზილიური კლუბის მეორე გამარჯვებაა ევროპულ კლუბთან, თანაც ევროტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან: „ჩელსიმდე“ პსჟ „ბოტაფოგოსთან“ დამარცხდა. საერთოდ, ამ დროის მონაცემებით, სამხრეთამერიკული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე არ დამარცხებულან.

„ფლამენგოს“ 6 ქულა აქვს, ხოლო „ჩელსის“ აქტივში 3 ქულაა. ბოლო ტურში ორივე გუნდი აშკარა ფავორიტია: ბრაზილიელები „ლოს ანჯელესთან“, ხოლო ინგლისელები „ესპარანსთან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171753
სარეკლამო ადგილი - 99
X x X