ფეხბურთი

23:45 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ოკლენდის" ფეხბურთელის ემოციები, როცა გაიგო, რომ ცვლიდნენ (+VIDEO)

„ოკლენდ სიტის“ ფეხბურთელი ჟოუ ტონგი გუნდის სამედიცინო შტაბის წევრებს მოედანზე ეჩხუბა.

„ბენფიკასთან“ შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლოს ჩინელ ფეხბურთელს ბურთი სახეში მოხვდა და მოედანზე მის დასახმარებლად ექიმები შევიდნენ. მათ მიიჩნიეს, რომ ფეხბურთელს თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო და მწვრთნელს ცვლილების საჭიროების შესახებ აცნობეს.

თუმცა, ჟოუ ექიმებს არ დაეთანხმა და მათ დიდხანს, ემოციურად ეუბნებოდა, რომ შეცვლა არ სჭირდებოდა. იმდენად ემოციურად, რომ ბოლოს ცრემლებიც მოერია. თუმცა მისმა მუდარამ არ გაჭრა: მაინც შეცვალეს.

ჩინელ ფეხბურთელს არ სურდა მისთვის ისეთი მნიშვნელოვან მატჩში მოედნის დატოვება, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167306