კალათბურთი

10:39 | 20.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანამ" ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერს მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალური დაპირისპირების მეექვსე მატჩში "ინდიანამ" საკუთარ დარბაზში "ოკლაჰომას" 108:91 მოუგო, რითაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3:3) და 2024-2025 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობას მეშვიდე მატჩი გადაწყვეტს.

"პეისერსმა" მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და დიდ შესვენებაზე 22 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მასპინძლებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ გამარჯვება იზეიმეს 108:91.

შეხვედრაში "ინდიანას" მხრიდან საუკეთესოები ობი ტოპინი და ენდრიუ ნიმბჰარდი იყვნენ, მათ ანგარიშზე ჯამურად 37 ქულა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი "ოკლაჰომას" არენაზე გაიმართება, რომელიც 23 ივნისს საქართველოს დროით 04:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167552