ფეხბურთი

18:12 | 19.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიმოთი ვეა ტრამპთან "იუვენტუსის" შეხვედრაზე: "არჩევანი არ გვქონდა, გვითხრეს, რომ უნდა მივსულიყავით"

ამერიკაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მიმდინარეობს, ხოლო 17 ივნისს, „ალ-აინთან“ მატჩის წინ თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტურინის „იუვენტუსი“ მთელი შემადგენლობით მიიპატიჟა.

ეს ერთი შეხედვით უცნაური შეხვედრა იყო, რადგან ტრამპი არცერთი სხვა გუნდის წევრებს არ შეხვედრია, ხოლო ტურინელებს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად უმასპინძლა.

ოვალურ კაბინეტში შემდგარი შეხვედრა მართლაც უცნაური გამოვიდა, „იუვეს“ ფეხბურთელებს გამომეტყველებაზე დიდი აღტაცება ნამდვილად არ ემჩნეოდათ, ხოლო „ალ-აინთან“ მატჩის შემდეგ ტურინელთა ამერიკელმა ნახევარმცველმა ტიმოთი ვეამ ყველაფერი პირდაპირ თქვა:

„გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო. გვითხრეს, რომ თეთრ სახლში უნდა წავსულიყავით და არჩევანი არ გვქონდა. თეთრ სახლში პირველად ყოფნა კარგია, მაგრამ უცნაური იყო, გასართობი ნამდვილად არა. როდესაც ტრამპმა საუბარი პოლიტიკაზე, ირანზე და ამ ყველაფერზე დაიწყო, გავიფიქრე, რომ აქ რა მინდა, მე აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ, პოლიტიკა ჩემი საქმე არაა“, - თქვა ვეამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ საკლუბო მუნდიალის პირველ ტურში „ალ-აინი“ 5:0 გაანადგურა და ტურნირი კარგად დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176352
სარეკლამო ადგილი - 99
X x X