თბილისის დროით დღეს დილით, 19 ივნისს, 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდის მატჩში, იტალიური „იუვენტუსი“ არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ „ალ-აინს“ დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან დუბლით ფრანგი თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი და პორტუგალიელი გარემარბი ფრანსიშკუ კონსეისაუ გამოირჩნენ. კიდევ ერთი გოლი თურქმა გარემარბმა ქენან ილდიზმა გაიტანა.
შემდეგ მატჩში „იუვენტუსი“ 22 ივნისს მაროკოულ „ვიდადს“ დაუპირისპირდება. „ალ-აინი“ 23 ივნისს - „მანჩესტერ სიტის.“
ამრიგად, პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით, G ჯგუფს „ბებერი ქალბატონი“ ლიდერობს, რომელმაც სამი ქულა დააგროვა და გატანილი და გაშვებული გოლების საუკეთესო სხვაობა აქვს. მეორე ადგილზე ასევე 3-ქულიანი „მანჩესტერ სიტია,“ რომელმაც მანამდე „ვიდადი“ 2:0 დაამარცხა. მესამეზე მაროკოული „ვიდადი“ (0). კვარტეტს „ალ-აინი“ (0) ასრულებს.







