უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ აზერბაიჯანელი ბუგარ ტალიბოვი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ესტონელი კრისტოფერ კლენ კალიულაიდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მარცხი სანშირო მურაოსთან განიცადა. შედეგად, ბრინჯაოსთვის იტალიელ კომი კენი ბედელს შეხვდება.
დღესვე ამავე წონაში ლაშა ბექაური გამოდიოდა, რომელიც უმედლოდ დარჩა, ზემოხსენებულ იტალიელ ბედელთან წააგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა ოქრო და ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა.







