საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველის, საბა გოგლიჩიძის გადაბირება „სასუოლოს“ სურს.
იტალიური მედიის ცნობით, „ნეროვერდი“ მზადაა ქართველ მცველს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმოს. „სასუოლოს“ კონკურენტები ჰყავს - „რომა“, „ლაციო“, „ფიორენტინა“ და „პარმა“, მაგრამ „სასუოლოში“, რომელსაც ფაბიო გროსო წვრთნის,მ მას სათამაშო პრაქტიკის პრობლემა ალბათ ყველაზე ნაკლებად ექნება. "სასუოლომ" გასულ სეზონში სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და ახალ სეზონს სერია A-ში გაატარებს.
„ემპოლი“ მზადაა გოგლიჩიძე 7-8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
გასულ სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-სა და იტალიის თასზე 36 მატჩი ჩაატარა და თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.