ფეხბურთი

16:20 | 17.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერიას" მეტოქე გაირკვა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ შეხვდება.

წილისყრის შედეგად, მეტოქედ ლევან კორღალიძის გუნდს სწორედ შვედეთის ჩემპიონი ერგო. პირველი მატჩი თბილისში გაიმართება, საპასუხო - მალმიოში.

წყვილში გამარჯვებული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა და ამასთან ერთად, გაინაღდებს მომდევნო წრეში წარუმატებლობის შემთხვევაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფში თამაშს, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-9 ივლისს, ხოლო საპასუხო 15-16 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168868
სარეკლამო ადგილი - 99
X x X