„ემპოლის“ მთავარ მწვრთნელად გუიდო პალიუკა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პალიუკამ რობერტო დ’ავერსა შეცვალა, რომელიც სერია B-ში დაქვეითების შემდეგ დაითხოვეს. 49 წლის სპეციალისტმა ტოსკანელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის ბოლოს „იუვე სტაბიას“ ედგა სათავეში.
ასე რომ, თუ ზაფხულში საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ არ დატოვებს, მომდევნო სეზონში გუიდო პალიუკას ხელმძღვანელობით თამაში მოუწევს.