ფეხბურთი

20:27 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ნაპოლი" იმიტომ ავირჩიე, რომ ერთნაირი ამბიციები გვაქვს"

კევინ დე ბრუინმა „ნაპოლის“ ფეხბურთელის რანგში საჯაროდ პირველად ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას და კლუბს ერთნაირი ამბიციები აქვთ და ამიტომაც აირჩია „ნაპოლი“.

„მე და „ნაპოლის“ ერთი და იგივე ამბიცია გვაქვს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის სწორი პროექტია და ბევრს ვიმუშავებ, რათა გამარჯვებებში წვლილი შევიტანო. ინგლისში 10 წლის შემდეგ, ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა. მე და ჩემი ოჯახი აღფრთოვანებულები ვართ და მოუთმენლად ველით ამ თავგადასავლის დაწყებას.

ყოველთვის ასეთი ვიყავი - წაგება მძულს. გუნდმა გასულ წელს სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზეა. ვფიქრობ, ერთად დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. გუნდს გამარჯვება სურს, ისინი ამბიციურები არიან, კარგი გუნდია. ეს ჩემთვის კარგი პროექტია და იმედი მაქვს, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

ვიცი, რომ გულშემატკივრები ხმაურიანები არიან, ცოტა გიჟები. ნეაპოლში გუნდი ძალიან უყვართ და ეს ის იყო, რისი ნაწილიც მინდოდა ვყოფილიყავი. შესაძლოა, თავიდან ადაპტაცია დამჭირდეს, მაგრამ თუ გუნდში კარგი ატმოსფერო შეიქმნება, გარკვეულ შედეგებს მივაღწევთ“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა „ნაპოლისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 27 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162751
სარეკლამო ადგილი - 99
X x X