ფეხბურთი

14:54 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "სეზონის წინ მიზანი ევროთასებზე გასვლა იყო, ჩემპიონთა ლიგაზეც კი არა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ პირველ სეზონში მიზანი არათუ სკუდეტოს მოგება, არამედ, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც კი არ იყო.

„ნაპოლისთან“ კონტრაქტი რომ გავაფორმე, მიზანი მყარი საფუძვლის ჩაყრა იყო. მთავარი მიზანი იყო ევროტურნირებზე დაბრუნება იყო, ჩემპიონთა ლიგაზეც კი არა. მესამე სეზონში უნდა ვყოფილიყავით მზად გამარჯვებისთვის. თუმცა ეს ნაბიჯი ნაადრევად სიტუაციების წყალობით გადავდგით“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ თავის პირველი სეზონში მოაგებინა „ნაპოლის“ სკუდეტო, რომელიც კლუბის ისტორიაში მეოთხე იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159444
სარეკლამო ადგილი - 99
X x X