„პიზას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ფილიპო ინძაგიმ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პიპომ ტოსკანური გუნდი სერია A-ში 34-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა, მან სამსახური დატოვა.
თუმცა, ინძაგი უმუშევარი არ დარჩება, ის კარიერას „პალერმოში“ გააგრძელებს და მიზანი სიცილიურ კლუბშიც იგივე ექნება: სერია A-ში დაბრუნება.
თავის მხრივ, ინძაგის „პიზაში“ დიდი ალბათობით, ალბერტო ჯილარდინო შეცვლის, რომელთანაც მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ჯილარდინოს „ჯენოაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.
ასე რომ, „პიზადან“ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი წავიდა, მაგრამ მას იმავე მუნდიალის გამარჯვებულით შეცვლიან.