რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებიდან წასვლას ნანობს და ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებს.
„ვნანობ იტალიის ნაკრების დატოვებას და უკან რომ ვიხედები, ვაცნობიერებ შეცდომას. ეს ის შეცდომაა, საიდანაც ვისწავლე და აღარ გავიმეორებ. ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა განსხვავებულია. ფეხბურთელებთან ყოველდღე მუშაობა არ გიწევს, თუმცა გუნდს უნდა მისცე იდენტობა და შექმნა ქიმია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც გუნდებში ერთად არ თამაშობენ. უნდა შექმნა ერთიანი და გამარჯვებული ჯგუფი“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრებში 2018-2023 წლებში მუშაობდა და „სკუადრა აძურას“ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, 53-წლიანი პაუზის შემდეგ, თუმცა 2022 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრები ამჟამად უმწვრთნელოდაა, მაგრამ დიდი ალბათობით, სულ მალე ჯენარო გატუზოს ჩააბარებენ.