საბა საზონოვი „ემპოლიდან“ „ტორინოში“ დაბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, ტოსკანურ კლუბთან იჯარის ამოწურვის შემდეგ ქართველი მცველი ტურინული გუნდის შეკრებაზე დაიწყებს ახალ სეზონს.
„ტორინოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს მარკო ბარონი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, შეინარჩუნებენ თუ არა, 23 წლის მცველს, რომელსაც „ხარებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს შეუერთდა და 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო გასული სეზონი იჯარით „ემპოლიში“ გაატარა, სადაც საერთოდ არ უთამაშია, რადგან მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.
მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში 10 შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.