ფეხბურთი

16:35 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი იტალიაშია

კევინ დე ბრუინი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ბელგიელი ვარსკვლავი რომშია, სადაც „ვილა სტიუარტის“ კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გადის.

დე ბრუინი „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება. ის კონტრაქტს 2027 წლამდე, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით გააფორმებს. ამ პერიოდში კევინი 27 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. ბელგიელს ასევე უთამაშია „გენკში“, „ჩელსიში“, „ვერდერსა“ და „ვოლფსბურგში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158343