ტურინის „იუვენტუსს“ მომდევნო სეზონშიც იგორ ტუდორი გაწვრთნის. „ბებერი ქალბატონის“ მწვრთნელის მომავალი გაურკვეველი იყო, მაგრამ დღეს კლუბის გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ დაადასტურა, რომ ტუდორი რჩება.
ხორვატმა „იუვენტუსი“ მარტში ტიაგო მოტას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და 9 მატჩიდან 5 მოაგებინა (3 ფრე, 1 წაგება), დასახული მიზანიც შეასრულა და სერია A-ში „იუვე“ მეოთხე ადგილზე გაიყვანა.
ტუდორის ხელმძღვანელობით „იუვენტუსის“ მომდევნო გამოწვევა მსოფლიოს ჩემპიონატია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე ტურინული გრანდი „მანჩესტერ სიტის“, „ალ აინსა“ და „ვიდადს“ შეხვდება.