„ინტერის“ მთავარ მწვრთნელად კრისტიან კივუ დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა სპეციალისტმა სიმონე ინძაგი შეცვალა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რუმინელი „ინტერის“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის, 19-წლამდელებს, ხოლო მიმდინარე წელს „პარმა“ ჩაიბარა, რომელსაც სერია A-ში ადგილი შეანარჩუნებინა.
„ინტერის“ პირველი არჩევანი „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი იყო, მაგრამ ესპანელმა უარი თქვა „ნერაძურიში“ გადასვლაზე, „კომოს“ ხელმძღვანელობამაც უარი განაცხადა ესპანელის გაშვებაზე. მეორე ალტერნატივა იყო "ჯენოადან" პატრიკ ვიეირას წაყვანა, მაგრამ ფრანგმა გენუური კლუბის დატოვება იუარა, შედეგად, "ინტერში" მესამე ვარიანტი გაჩნდა - კრისტიან კივუ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან კივუ „ინტერში“ 2007-2014 წლებში თამაშობდა და 168 მატჩში 3 გოლი გაიტანა.