„ემპოლის“ მცველი ლუკა მარიანუჩი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
20 წლის მცველი სამშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „აძურისთან“ კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს.
ლუკა მარიანუჩიმ გასულ სეზონში „ემპოლიში“ თავი კარგი თამაშით გამოიჩინა და 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.