ფეხბურთი

12:37 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ოქროს ბურთი დემბელემ უნდა მოიგოს, ცხადია"
"პსჟ-ში ჩემი ისტორია ბედისწერა იყო, ჩემპიონთა ლიგა ჩემს გარეშე უნდა მოეგო"

მადრიდის „რეალის“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ოქროს ბურთი უსმან დემბელეს უნდა გადაეცეს.

გარდა ამისა, მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ტრიუმფზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ბედისწერა იყო: პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგა მის გარეშე უნდა მოეგო.

„ოქროს ბურთზე დემბელეს ხმას მივცემდი. ნამდვილად საჭიროა ამის ახსნა, რატომ? ვსაუბრობთ იამასლა და დემბელეზე, მე მხარს უსმანს ვუჭერ, ცხადია. თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს მაროკოში ვიყავი ჩემს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად. ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-მ მოიგო, რომელმაც დაიმსახურა ამდენი წლის შემდეგ ამ ტურნირის მოგება. ფინალში 5:0 და ასეთი დონის ჩვენება არ მახსოვს. ახლა პსჟ ის გუნდია, რომლის დამარცხება ყველას სურს.

არ არის სიმართლე, რომ პსჟ ადრე დავტოვე. ჩემი ისტორია პსჟ-ში დასრულებულია. არ არსებობს არც მწარე გრძნობა და არც სინანული, ეს ბედისწერა იყო, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ცხადია, რომ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგა ჩემს გარეშე უნდა მოეგო“, - თქვა მბაპემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144705
სარეკლამო ადგილი - 99
X x X