ფეხბურთი

23:58 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" აღლუმზე მანქანა ხალხში განზრახ შევარდა, არიან დაშავებულები (+VIDEO)

ლივერპულში პრემიერლიგის მოგებას აღნიშნავდნენ, მაგრამ „წითლების“ აღლუმზე სერიოზული ინციდენტი მოხდა.

ქუჩაში, სადაც „ლივერპულის“ უამრავი ადამიანი იყო, შავი მანქანა მაღალი სიჩქარით შევარდა და ადამიანებს განზრახ შეეჯახა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, არიან დაშავებულები, სხვა დეტალური ცნობები არ ვრცელდება. უცნობია, რატომ მოიქცა მძღოლი ასე, მაგრამ ის უკვე დაკავებულია.

„ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ მერსისაიდის პოლიციასთან იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საღამოს საჩემპიონო აღლუმის დასასრულს, უოტერ სტრიტზე მოხდა. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ სერიოზული ინციდენტით დაზარალებულებთანაა“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პრემიერლიგა მოიგო, რომელსაც კლუბი ქალაქში ფანებთან ერთად აღნიშნავდა.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095159