ბრაზილიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ანჩელოტი ბრაზილიაშია, სადაც მუშაობას შეუდგა. მან 26 ფეხბურთელს უხმო, მათ შორის, კაზემიროს, რომელმაც ნაკრებში ბოლოს 2023 წელს ითამაშა. განაცხადშია „ბეტისის“ შემტევი ანტონიც, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.
ანჩელოტიმ თქვა, რომ ტრავმების გამო ნეიმარი, ედერსონი, ედერ მილიტაო, ჟოელინტონი და როდრიგო ვერ გამოიძახა. სხვა მხრივ, იტალიელის მიერ შერჩეული პირველი შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ბენტო (ალ-ნასრი), უგო სოუზა (კორინთიანსი)
მცველები: ალექს სანდრო (ლილი), ლუკას ბერალდო (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ლეო ორტისი (ფლამენგო), დანილო (ფლამენგო), ალექს სანდრო (ფლამენგო), კარლოს აუგუსტო (ინტერი), ვესლი (ფლამენგო), ვანდერსონი (მონაკო)
ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა (ფულემი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), ანდრეი (სტრასბური), კაზემირო (მანჩესტერი), ედერსონი (ატალანტა), ჟერსონი (ფლამენგო)
თავდამსხმელები: ესტევაო (პალმეირასი), ანტონი (ბეტისი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), მათეუშ კუნია (მანჩესტერი), ვინისიუსი (რეალი), რაფინია (ბარსელონა), რიშარლისონი (ტოტენჰემი)
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 5 ივნისს სტუმრად ეკვადორს შეხვდება, ხოლო 10 ივნისს, პარაგვაის უმასპინძლებს.







