კალათბურთი

23:59 | 23.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგაში ფინალისტები გაირკვა

ევროლიგაში ოთხთა ფინალის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ფინალისტები გაირკვა.

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ ათენის „პანათინაიკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში, 82:76 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ ნაბიჯი გადადგა. თურქულმა გუნდმა პირველივე პერიოდში მოიპოვა 8-ქულიანი უპირატესობა, რომელიც პრაქტიკულად ხელიდან აღარ გაუშვია და საქმე ბოლომდე მიიყვანა.

„ფენერის“ მეტოქე ფინალში „მონაკო“ იქნება, რომლის სამწვრთნელო შტაბში მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს. მონეგასკებმა მეორე ბერძნული გრანდი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა - 78:68.

„მონაკომ“ აჯობა მეტოქეს, ოთხიდან სამი პერიოდი მოუგო და სრულიად ლოგიკურად, დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამრიგად, 25 მაისს, მესამე ადგილისთის „ოლიმპიაკოსი“ და „პანათინაიკოსი“ შეხვდებიან, ხოლო იმავე დღეს, ფინალში, „მონაკო“ – „ფენერბაჰჩეს“ დუელში ჩემპიონი გაირკვევა.

თეგებიევროლიგა
0.168599