ჩინეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ვაკო ყაზაიშვილის „შანდონ ტაიშანი“ სტუმრად „შანხაი პორტს“ დაუზავდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
ყაზაიშვილმა მეტოქის კარი ახლო მანძილიდან 58-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა, რასაც მასპინძლებმა უპასუხეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
ვაკო ყაზაიშვილს ჩინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა. ბომბარდირთა დავაში ვაკო ლიდერს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.
„შანდონ ტაიშანი“ 21 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 ივნისს, „ტიანჯინს“ შეხვდება.