ფეხბურთი

16:33 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძის გოლი და საგოლე პასი უკრაინის ჩემპიონატში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის 29-ე ტურში „კოლოსმა“ ლვოვის „კარპატი“ 2:1 დაამარცხა, რაშიც ნიკა გაგნიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. 55-ე წუთზე, როცა „კოლოსი“ მარცხდებოდა (0:1), ნიკას პასით ანგარიში ვლადისლავ ველეტენმა გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი, გაგნიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მას საგოლე პასი მიკოლა კოვტალიუკმა გაუკეთა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში წლების განმავლობაში თამაშობდა.

„კოლოსი“ 35 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 მაისს, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.

ნიკა გაგნიძემ „კოლოსის“ მაისურით უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167833