კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა. კახურ დერბიში „გარეჯმა“ და „თელავმა“ ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0.
„კოლხეთმა“ ლიდერ „იბერიას“ უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ მე-20 წუთზე გიზო მამაგეიშვილის გოლით. 37-წუთზე თბიისელებს კიდევ უფრო დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ იური ტაბატაძემ პენალტი ვერ გაიტანა,
სამაგიეროდ ტაიმის მიწურულს გიორგი აბუაშვილმა გაათანაბრა ანგარიში. 56-ე წუთზე მასპინძლები ლადო ჩიხრაძემ დააწუნაურა. მაგრამ 64-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ ისევ გაათანაბრა და მატჩიც ასე დასრულდა - 2:2. ეს იბერიელთა ზედიზედ 27-ე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული.
ახლა ლევან კორღალიძის გუნდმა 37 ქულა მოაგროვა და 11 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ დილას,“ რომელიც ამ წუთებში ბათუმში ეთამაშება „დინამოს“.
13-ქულიანი „კოხეთი“ კი მე-8 ადგილზეა.





