ფეხბურთი

12:40 | 12.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მადლობა ღმერთს ხელი მაღლა აქვს აწეული", ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ VAR-ის ოთახის ჩანაწერი გაავრცელა (VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში "ელ კლასიკო" გაიმართა, სადაც "ბარსელონამ" "რეალი" 4:3 დაამარცხა და ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა.

კატალონიურ კლუბს შეეძლო უფრო დიდი სხვაობით მოეგო, თუმცა შეხვედრის მიწურულს ფერმინ ლოპესის მიერ გატანილი გოლი ვიდეო რეფერის დახმარებით გაუქმდა. ამ ყველაფერმა დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის მთავარი მსაჯის ერნანდეს ერნანდესისა და VAR-ის ოთახში მყოფი მსაჯების აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი ადამიანი შემდეგ რამეს ამბობს: "დიახ, დიახ, ხელი მაღლა აქვს აწეული, მადლობა ღმერთს".

აღნიშნულ შეხვედრაში კიდევ ერთი საკამათო მომენტი იყო, როდესაც ფერნან ტორესის დარტყმის შემდეგ ბურთი ჩუამენის ხელში მოხვდა, მაგრამ ერნანდესმა პენალტი არ დანიშნა.

ცნობისთვის, 35 ტურის შემდეგ "ბარსელონას" 81 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე "რეალს" 7 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163443