საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „გაგრა“ „სამგურალს“ ეწვია და 2:0 გაიმარჯვა.
გოლები მატჩის სტარტზე და მიწურულს გავიდა: ანგარიში მეორე წუთზე ჯუდ არტურის ავტოგოლით გაიხსნა, ხოლო შემდეგ გიორგი ხარებაშვილმა სხვაობა გააორმაგა და „გაგრამ“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო.
შედეგად, „გაგრამ“ 14 ქულა დააგროვა, სწორედ „სამგურალს“ გადაასწრო, მეექვსეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ ეთამაშება, ხოლო „სამგურალს“ 12 ქულა გააჩნია და წინ „იბერიასთან“ მატჩი ელოდება.









