იტალიელმა სპეციალისტმა როდოლფო ვანოლიმ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. გუნდს ასევე გამოემშვიდობა მისი ასისტენტი დარიო ნუჰუ. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ვანოლი „სამგურალს“ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოდან წვრთნიდა და ამ პერიოდში გუნდს 20 ოფიციალურ შეხვედრაში უხელმძღვანელა. ამ მატჩებიდან სამგურალმა 6 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო.
12 ტურის შემდეგ "სამგურალს" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში 12 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. იმერული კლუბი მომდევნო მატჩს 7 მაისს "გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.






