ფეხბურთი

12:18 | 30.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის საკითხი ჩაშლის პირასაა

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი ჩაშლის პირასაა, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თქმით, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ანჩელოტის პირადად შეხვდა, სადაც მან იტალიელს განუცხადა, რომ ისინი ბრაზილიის ნაკრების შემოთავაზებას ბლოკავენ, რადგან რეალი თანხის გადახდას არ აპირებს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეული იყო და იტალიელს "სელესაო" ზაფხულში უნდა ჩაებარებინა.

რომანოს თქმით, ანჩელოტი "რეალს" ზაფხულში ყველა შემთხვევაში დატოვებს, თუმცა მისი ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნის საკითხი ჩაშლის პირასაა.




სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09545