საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში "მარსელმა" საუკთარ მოედანზე "ბრესტს" უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:1 მოუგო.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ამინ გუირი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა, მის მიერ გატანილი მეორე გოლი კი საუცხოო აღმოჩნდა.ფრანგმა ფეხბურთელმა გრინვუდის პასის შემდეგ მაკრატელა დარტყმით შეძლო გატანა.
"მარსელი" 31 ტურის შემდეგ 58 ქულას აგროვებს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო "ბრესტი" 44 ქულით მე-9 ადგილზეა.






