კატალონიის "ბარსელონას" სურვილი აქვს 28 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელ რაფინიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან.
ესპანური გამოცემა Diario sport-ის ინფორმაციით "ბარსას" ხელმძღვანელები რაფინიას კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობენ, რაზეც ფეხბურთელი უარზეა, მას 2 წლიანი კონტრაქტი და უფრო მეტი ხელფასი სურს.
რაფინიას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მისი შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის საუდის არაბეთიდან. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც "ბარსას" მესვეურებს უნდათ რაფინიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.
შეგახსენებთ, რომ რაფინია "ბარსელონას" 2022 წელს შეუერთდა, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 49 მატჩში 30 გოლი და 23 საგოლე გადაცემაა.






