ძიუდო

19:08 | 23.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა (+VIDEO)

გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე შესანიშნავად იასპარეზა.

60 კგ წონით კატეგორიაში მან უნგრელი მარტონ ანდრასი, სომეხი აშიკ ანდრეიანი და ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა, ხოლო ფინალში რუსი იაუბ ბლიევის ძლევაც მოახერხა და ოქროს მედალი არავის დაუთმო.

ასე რომ, სარდალაშვილი უკვე მსოფლიოს ჩემპიონიცაა და ევროპის ჩემპიონიც.

დღესვე იასპარეზეს თემურ ნოზაძემ, ვაჟა მარგველაშვილმა და ჯულიეტა როდონაიამ, თუმცა ისინი უმედლოდ დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119586
სარეკლამო ადგილი - 99
X x X