ფეხბურთი

22:53 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" და "დინამო ბათუმის" მორიგი მოგებები ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „გარეჯი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.

მეხუთე წუთზე ანგარიში პენალტით იური ტაბატაძემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე ლევან პაპავამ უპასუხა და სტუმრები ახლოს იყვნენ ქულასთან, მაგრამ 89-ე წუთზე ივა გელაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ლევან კორღალიძის გუნდმა მოიგო.

„იბერია“ 20 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და მომდევნო ტურში „გაგრას“ ეთამაშება, ხოლო „გარეჯი“ 4 ქულით ბოლო ადგილზეა და პირველ წრეს „ტორპედოსთან“ მატჩით დაასრულებს.

„დინამო ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად საკუთარ მოედანზე „სამგურალთან“ – 2:0. მატჩის სტარტზე ლუკა წულუკიძემ გახსნა ანგარიში, ხოლო მიწურულს გიტის პაულაუსკასმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

„დინამო ბათუმი“ 18 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სამგურალი“ 8 ქულით მერვეა და „თელავს“ ეთამაშება.

„თელავის“ და „გაგრას“ მატჩიც საინტერესი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. 70-ე წუთზე ზურაბ ჭავჭანიძემ გაიტანა ერთადერთი გოლი. იქამდე „გაგრას“ ორჯერ პენალტით შეეძლო გატანა, მაგრამ ჯერ მათე ცინცაძემ და შემდეგ ოთარ გაგნიძემ ვერ გაიტანეს.

„გაგრამ“ 10 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 10 ქულით მეექვსეა და „სამგურალს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16556