ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და პსჟ-ში პრობლემების გარეშე ვარჯიშობს. ქართველმა ფეხბურთელმა საწვრთნელ პროცესში დღეს გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
კვარას „დიუნკერკთან“ სათასო მატჩი ჯანმრთელობის მცირე პრობლემის გამო გაუცდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა და „ანჟერთან“ 5 აპრილს გასამართ შეხვედრაში მოედანზე გასასვლელად მზადაა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.






