ფეხბურთი

17:09 | 1.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდი 7 კვირა ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დაახლოებით 7 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას ინგლისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ნორვეგიელის ტრავმაზე კომენტარი პეპ გვარდიოლამაც გააკეთა: „როგორც ექიმებმა მითხრეს, 5-7 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. იმედია, სეზონის ბოლომდე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის მზად იქნება“.

ჰოლანდმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 46 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ტრავმა ინგლისის ასოციაციის თასზე, „ბორნმუთთან“ შეხვედრაში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093328