ფეხბურთი

23:47 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" სერია A-ში ზედიზედ მეორედ განადგურდა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსს“ კოშმარული დღეები უდგას, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა ხელშეუხებელია.

სერია A-ს 29-ე ტურში „იუვე“ ფლორენციაში 0:3 განადგურდა. პირველ ტაიმში რობინ გოზენსმა და როლანდო მანდრაგორამ გაიტანეს, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ალბერ გუდმუნდსონმა სხვაობა სამამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორი საგოლე პასი ნიკოლო ფაჯოლიმ გააკეთა, რომელიც „იუვეს“ ძირითადში ვერ ხვდებოდა და იანვარში „ფიორენტინაში“ გაყიდა.

„იუვენტუსმა“ ბოლო ორ ტურში „ატალანტასა“ და „ფიორენტინასთან“ სამარცხვინო მარცხები განიცადა - 0:4, 0:3. "ბებერმა ქალბატონმა" ისტორიაში მესამედ წააგო 1957 და 2011 წლების შემდეგ სერია A-ში ზედიზედ ორი მატჩი მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით.

თუმცა, კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ თქვა, რომ კრიზისიდან გამოსვლას ტიაგო მოტასთან ერთად ეცდებიან. „იუვენტუსი“ სერია A-ში 52 ქულით მეხუთე ადგილზეა, მაგრამ უკან კონკურენტები ახლოს ჰყავს, მაგალითად, მე-9 ადგილზე მყოფ „მილანს“ სულ რაღაც 5 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124427