ფეხბურთი

19:27 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" კოშმარული ბოლო წუთები "ხეტაფესთან" (+VIDEO)

მადრიდის „ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, რაც შეიძლება სეზონის ბოლოს ძალიან ძვირად დაუჯდეს.

დიეგო სიმეონეს გუნდი მადრიდში „ხეტაფეს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ 75-ე წუთზე ალექსანდრ სორლოთის გოლით დაწინაურდა კიდეც და მოგებასთან ახლოს იყო. თუმცა, 88-ე წუთზე „ატლეტიკოს“ ანხელ კორეა გაუძევეს, რამდენიმე წამში კი, მაურო არამბარიმ წონასწორობა აღადგინა. 92-ე წუთზე ურუგვაელმა ფეხბურთელმა დუბლიც შეასრულა და „ხეტაფეს“ მოაგებინა - 2:1.

„ატლეტიკო“ ლა ლიგაში 56 ქულით მესამე ადგილზეა, „ბარსელონასთან“ ქულით უკან, მაგრამ კატალონიელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15584
სარეკლამო ადგილი - 99
X x X