სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:40 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

19 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჯონათან დოს სანტოსმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გააფორმა.

დოს სანტოსი რამდენიმე კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო ესპანური შეკრების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ მატჩებში, სადაც 2 გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა ბრაზილიელი ბოლოს მშობლიური ქვეყნის, კლუბ „იტუანოს“ (სერია B) ღირსებას იცავდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

თეგებიტორპედო
0.094201