ფეხბურთი

2:27 | 7.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" "ბარსელონასთან" ისევ განადგურდა და ესპანეთის თასიდან გავარდა (+VIDEO)

„ვალენსია“ ესპანეთის თასს მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა. კარლოს კორბერანის გუნდი საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 0:5 განადგურდა.

მატჩის ბედი ნახევარ საათში გადაწყდა, როცა „ბარსამ“ მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ფერან ტორესმა, რომელმაც თავისი მშობლიური კლუბი „მესტალიაზე“ სამჯერ დაამწუხრა, ხოლო ერთი გოლი ფერმინ ლოპესმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლამინ იამალმაც დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. ესპანეთის თასზე სათამაშო დრო სათადარიგო მეკარე სტოლე დიმიტრიევსკის ეძლეოდა.

„ვალენსიამ“ „ბარსელონასთან“ ბოლო 10 დღეში ორჯერ წააგო დიდი ანგარიშით - ლა ლიგაში 1:7 და ესპანეთის თასზე 0:5.

ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონა“, „რეალი“, „სოსიედადი“ და „ატლეტიკო“ ითამაშებენ.

0.133239