ფეხბურთი

21:24 | 29.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალისონი: "ლივერპულში" დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე მინდა"

„ლივერპულის“ მეკარემ ალისონ ბეკერმა განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა კლუბის ამოწურვამდე სურს.

როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ფეხბურთში გარკვეული არაფერია, მაგრამ მისი მიზანია „ლივერპულის“ ღირსება 2027 წლის ზაფხულამდე დაიცვას:

„გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდის. რამდენიმე კვირა გავიდა ტრავმის შემდეგ, რომელიც ძალიან რთული იყო და შესაბამისად, მეტ ყურადღებას მოითხოვს. ჯერჯერობით, ყველაფერი ისე მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო.

სლოტი? მომწონს მისი ურთიერთობა ფეხბურთელებთან. ის პირდაპირი ადამიანია, დარწმუნებულია თავის იდეებში და ძალიან მკაფიო კომუნიკაციაში. გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ პრემიერლიგა მოვიგოთ. ახლა მთავარია, ზრდა მუდმივად გავაგრძელოთ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩემი მომავალი? კლუბთან კიდევ 2.5-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ მის ამოწურვამდე „ლივერპულში“ დავრჩები, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში ბოლომდე გარკვეული არასდროს არაფერია. ყველაფრისთვის ღია ვარ. „ინტერნასიონალში“ დაბრუნება? ამ გუნდის ყველა მატჩს ვუყურებ, მშვენიერი მოგონებები მაქვს, რაც იქ განვიცადე და უნდა ვაღიარო, რომ „ინტერნასიონალის“ მაისურით თამაშის სურვილი ისევ მაქვს“, - თქვა ალისონმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ მომდევნო ზაფხულს გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება, რომლის სანაცვლოდ ინგლისურმა კლუბმა „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა. ამიტომაც, ალისონის დარჩება თუ არა, „წითლებში“, ქართველი მეკარის მომავალთან პირდაპირ კავშირშია.

0.11337