კალათბურთი

20:30 | 27.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კირილე თვაური სტამბოლში ქალთა ევროტურნირების 2 მატჩს მოემსახურება

ქალთა საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში – ევროლიგასა და ევროპის თასზე რეგულარული ჩემპიონატები სრულდება. ბოლო ტურის მატჩები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება, რომელთაგანაც სტამბოლში დაგეგმილ 2 შეხვედრას 2 დღის განმავობაში კირილე თვაური მოემსახურება. ქართველი არბიტრი 27 ნოემბერს ჯერ ქალთა ევროლიგის შეხვედრას იმსაჯებს ფენერბაჰჩესა და პოლონურ პოლკოვიცეს შორის, ხოლო მეორე დღეს ის ქალთა ევროპის თასზე გადაინაცვლებს, სადაც ბეშიქთაშისა და ბელგიურ ნამიურის შეხვედრას მოემსახურება.

კირილე თვაური (მსაჯი) 27 ნოემბერი. სტამბოლი (თურქეთი). ქალთა ევროლიგა ფენერბაჰჩე (სტამბოლი, თურქეთი) – პოლკოვიცე (პოლონეთი) 28 ნოემბერი. სტამბოლი (თურქეთი). ქალთა ევროპის თასი ბეშიქთაში (სტამბოლი, თურქეთი) – ნამიური (ბელგია)
0.127608