ფეხბურთი

17:40 | 22.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს სუარესთან და მესისთან ერთად თამაში სურს: "მინდა, მეც მანდ ვიყო" (+VIDEO)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და „ალ ჰილალის“ შემტევს, ნეიმარს მის ყოფილ თანაგუნდელებთან ლუის სუარესსთან და ლიონელ მესისთან ერთად თამაში ენატრება.

კომპიუტერულმა საფეხბურთო სიმულატორმა Efootball-მა სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც ნეიმარი მესი და სუარესი „ბარსელონაში“ ერთად გატარებული დრო საფეხბურთო სიმულატორით გააცოცხლეს. ვიდეო რგოლის დასასრულს, კი ბრაზილიელმა ფეხბურთელი სუარესს და მესის შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „ვისურვებდი მეც მანდ ვიყო“.

შეგახსენებთ, რომ MNS-ის ტრიომ (საუბარია მესი,ნეიმარი და სუარესის ტრიოზე) „ბარსელონას“ მაისურით 409 შეხვედრაში 344 გოლი გაიტანა და 157 საგოლე გადაცემაა შეასრულა.

0.12928