ძიუდო

11:35 | 17.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

კოტე კაპანაძის და ირაკლი დემეტრაშვილის ოქროს მედლები ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე კოტე კაპანაძე და ირაკლი დემეტრაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

კაპანაძემ გერმანელი ტომ დროსტე, ისრაელის წარმომადგენელი იფტახ ბადაში, ჩეხი ალექსანდრ სოიკა, აზერბაიჯანელი ომარ რიაბლი და ფინალში იტალიელი ბრაიტ მადალონი დაამარცხა, შედეგად, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონი გახდა.

ირაკლი დემეტრაშვილმა უკრაინელი მიკოლა ჰრიბიკი, გერმანიის სახელით მოასპარეზე დანიელ უძილაური და პოლონელი გრეგოჟ ტერესინსკი დაამარცხა, შედეგად, ევროპის ჩემპიონის ტიტული ერგო.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.119557